უახლოეს მომავალში, ლონდონის "ჩელსის" ახალი კაპიტანი ეყოლება. ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ Telegraph-ს განუცხადა.
"ახალი კაპიტნის საკითხი გუნდთან ერთად უნდა განვიხილო. პრესა ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით შეიტყობს. შესაძლოა, ახალი კაპიტანი ამ კვირაშივე გვყავდეს", - განაცხადა სარიმ.
ამჟამად, "ჩელსის" კაპიტნის სამკლავურს გარი კეჰილი ატარებს, მაგრამ ვეტერანი ინგლისელი დროის უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს. სავარაუდოდ, ლონდონელთა ახალი კაპიტანი ან სესარ ასპილიკუეტა იქნება, ან ედენ აზარი.