ინტერპოლის პრეზიდენტი

ინტერპოლის პრეზიდენტი ჩინეთში ვიზიტის დროს დაიკარგა, მასზე ძებნა გამოცხადდა

ინტერპოლის პრეზიდენტი ჩინეთში ვიზიტის დროს გაუჩინარდა.

ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება. 

მენგ ჰონვეის გაუჩინარების შესახებ გამოძიება საფრაგნეთმა დაიწყო და მასზე ძებნაც გამოაცხადა. 

ინტერპოლის სათავო ოფისი სწორედ საფრანგეთში, ქალაქ ლიონში მდებარეობს. 

მენგ ჰონვეი, რომელიც ჩინელია და ინტერპოლს 2016 წლიდან ხელძღვანელობს, 29 სექტემბერს, ჩინეთში ვიზიტის დროს დაიკარგა და მას შემდეგ მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. 

ინტერპოლამდე მენგი ჩინეთის უსაფართხოების სამსახურის ვიცე პრეზიდენტი იყო. ის პირველი ჩინელია, რომელმაც კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი გახდა. ის ასევე იყო ჩინეთის ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე. 

ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ამნესთი ინთერნეიშალი შეშფოთებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და ეჭვობენ, რომ პეკინმა შესაძლოა ინტერპოლი გამოიყენოს დისიდენტების და ლტოლვილების დასაკავებლად. 

კომენტარები