ინტერპოლის პრეზიდენტი

ჩინეთმა დაადასტურა, რომ ინტერპოლის შეფი, რომელიც დაიკარგა, მათ დააკავეს

ჩინეთმა დაადასტურა, რომ ინტერპოლის შეფი, რომელიც 25 სექტემბერს დაიკარგა, მათ დააკავეს. 

ოფიციალური პეკინის ცნობით, მენგ ჰონვეის მიმართ ქვეყანაში გამოძიებას ანტი-კორუფციული ორგანო აწარმოებდა, თუმცა, რა მუხლებით მიმდინარეობდა გამოძიება, არ დაუზუსტებიათ.

მენგის დაკავების და მის მიმართ მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადება ჩინეთის საზედამხედველო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეს უწყება ჩინეთში კორუფციის საკითხებს იძიებს. 

მენგ​ ჰონვეი მაშინ გაუჩინარდა, როცა ის პენიკში მიფრინავდა საფრანგეთის ქალაქ ლიონიდან, სადაც ინტერპოლის მთავარი ოფისი მდებარეობს. ოჯახს მენგის დაკარგვის დღიდან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია. 

როგორც აღმოჩნდა, მენგი ჩინეთში თვითმფრინავშივე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების ბრძანება უშუალოდ პრეზიდენტმა სი ძიპინმა გასცა. 

მენგი ერთ-ერთია, რომელიც ბოლო თვეებში ჩინეთში დაიკარგა - მის გარდა აქ მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები, მილიარდერები და სელებრითებიც გაუჩინარდნენ. 

ივლისში გაქრა მსახიობი ფან ბინგბინგი, რომელიც რამდენიმე დღის წინ  საჯარო ბოდიში მოიხადა, ის ასევე 883 მილიონი იენით (129 მილიონი აშშ დოლარი) დაჯარიმდა გადასახადების დამალვისა და სხვა დანაშაულებისთვის. თუმცა, თავად ფან ბინგბინგი უშუალოდ არ გამოჩენილა, განცხადება, რომ ის ცოცხალია, მხოლოდ მის სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

ინტერპოლის ხელძღვანელის ცოლმა, გრეის მენგმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის ქმარს შესაძლოა საფრთხე ემუქრება. 

მან ასევე გაავრცელა საჯარო წერილი და ქმრის გათავისუფლებისთვის დახმარება საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა.

რას ამბობს ინტერპოლი

შაბათს ინტერპოლმა - საერთაშორისო პოლიციის სააგენტომ ჩინეთს მოსთხოვა, დაესახელებინა მენგის დაკავების სტატუსი. ორგანიზაციის განცხადებით, ისინი პრეზიდენტის კეთილდღეობაზე ძალიან ღელავდნენ. 

ასევე, მათ თქვეს, რომ მენგის საკითხი საფრანგეთის და ჩინეთის მთავრობების მიერ განსახილველი საკითხი იყო. საფრანგეთმა დაიწყო გამოძიება, მაგრამ შემდგომ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ინტერპოლის საქმიანობას უმეტესად მისი გენერალური სამდივნო აკონტროლებს. აქ პრეზიდენტის როლი უმეტესად სიმბოლურია. 

ინტერპოლი ეძებს ადამიანებს მის წევრ სახელმწიფოებს შორის. იყენებს ყვითელ ნიშანს დაკარგული ადამანების შემთხვევაში და წითელს - მათთვის, ვინც დანაშაულისთვის იძებნება. თუმცა, მას არ აქვს ძალა, გაგზავნოს თავისი პოლიციელები სხვადასხვა ქვეყანაში და დააკავოს კონკრეტული ადამიანები ან დაკავების ორდერი გამოსცეს. 

კომენტარები