ხორავას ქუჩის საქმე

მარგველაშვილი: ფარულ ჩანაწერებზე კომენტარს არ ვაკეთებ

ამ ვითარებაზე [ხორავას ქუჩის საქმე] გამართული პოლიტიკური დებატები და შეფასებები კიდევ უფრო გაუგებარ განცდას ტოვებს საზოგადოებაში. არ ვაკეთებ კომენტარს ფარულ ჩანაწერებზე, კომენტარს ვაკეთებ პოლიტიკურ რეაქციებსა და შეფასებებზე, რომელიც ამას მოჰყვება. იმ განცდაზე, რაც არის საზოგადოებაში. საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება მისულია იმ დონემდე, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, კანონიერებისა და ქონების უფლების სახელმწიფოს მიერ ეფექტურ დაცვას

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები