ხორავას ქუჩის საქმე

პრემიერი: მიუღებელია გირგვლიანის და ხორავას ქუჩის საქმეებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა

რაც შეეხება შეფასებას, თუ სწორად გავიგე, პრეზიდენტმა დასვა ტოლობის ნიშანი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის, ეს არის პრინციპულად მიუღებელი

ინტერპრესნიუსის ცნობით, პრემიერი მამუკა ბახტაძე პრეზიდენტ მარგველაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ "ირინა ენუქიძის მსგავსად, ზაზა სარალიძე იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს. ტრაგიკულია, რომ ათი წლის თავზე, იმ ტრაგედიიდან, რომელმაც შეძრა ქართული საზოგადოება, დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე, იგივე მოთხოვნით, იგივე ტრაგედიის საზოგადოებისთვის გაზიარებით დგას შვილმკვდარი მშობელი. ”

კომენტარები