არჩევნები 2018

სააკაშვილი: ივანიშვილის მონას ჩაატარებინეს გამოკითხვა, ძაან შავად აქვთ საქმე

ვერც ერთი გამომკითხავი სააგენტო ვერ იპოვეს, რომ მოესყიდათ, რადგან ყველა უფრთხილდება თავის რეპუტაციას და დაავალეს, გამოკითხვა ჩაატარებინეს რაღაც ორგანიზაციას, რომელსაც ჰქვია ფსიქო რაღაცა, ნიშანდობლივი სახელია და ვინ არის ხელმძღვანელი? ბატონი ბიგვავა, ივანიშვილის მონა, ქართული ოცნების ერთერთი აქტივისტი, ივანიშვილის მთავარი პიარკონსულტანტი, ანუ თვითონ დაწერეს ციფრები, დააკვირდით, როგორ ცუდად აქვთ საქმე, როგორი გაჭედილები არიან, რომ ვეღარავის უკვეთავენ და თვითონ წერენ, ძაან შავად აქვთ საქმე

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების დაკვეთით, ე.წ ალოკაციური მეთოდით ჩატარებულ შიდა კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მაჩვენებელი 53%-ია, "ძალა ერთობაშიას" კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს 19%-იანი მხარდაჭერა აქვს, "ევროპული საქართველოს" კანდიდატ დავით ბაქრაძეს კი 17%-იანი.

კომენტარები