ბულგარელი ჟურნალისტის მკვლელობა

ბულგარელი ჟურნალისტის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა

ბულგარელი ჟურნალისტის, ვიქტორია მარინოვას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილმა სევერინ კრასიმიროვმა დანაშაული აღიარა. 

"დიახ დამნაშავე ვარ. ვერ ვიჯერებ რომ ეს მე ჩავიდინე. ძალიან ვნანობ",- თქვა კრასიმიროვმა სასამართლოში.

მისივე თქმით, დანაშაულის ჩადენის დროს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. 

30 წლის ჟურნალისტის ცხედარი 6 ოქტომბერს, ქალაქს რუსში იპოვეს. მის გაუპატიურობასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 21 წლის სევერინ კრასიმეროვი კი 10 ოქტომბერს, გერმანიაში დააკავეს. 

კომენტარები