თუნუქის სახურავებით დაფარული პატარა კუნძული მიგინგო მდინარე ვიქტორიაში, უგანდასა და კენიას საზღვარზე მდებარეობს.
კუნძული დაძაბულობის საგანი იყო კენიასა და უგანდას შორის, რასაც “აფრიკის ყველაზე პატარა ომი” ეწოდება. ქვეყნებმა ვერ გადაწყვიტეს, თუ ვის საკუთრებაში შედიოდა კუნძული. ამჟამად, მას ორი ქვეყანა მართავს და კუნძულს ხშირად კენიასა და უგანდას მეტალის ქორწინებას ეძახიან.
ფეხბურთის მოედნისხელა კუნძულზე საცხოვრებელი ქოხები, ოთხი ბარი, თმის სალონი და რამდენიმე საროსკიპოა.
მიგინგოზე 500 ადამიანია დასახლებული და მათი ძირითადი საქმიანობა თევზაობაა.
ზოგიერთი კუნძულს მდინარიდან ამოსულ მეტალის კუს ამსგავსებს.