მეშახტეების გაფიცვა

ქობულია: შევთანხმდით მეშახტეებთან, რომ გადავუხდით ხელფასს

ეკონომიკის სამინისტრო

ტყიბულში მეშახტეები 2 ნოემბერს გაიფიცნენ. 15-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად შახტაში რჩება, ნაწილი კი ქალაქის ცენტრში გამოვიდა. 

მეშახტეების გაფიცვის მიზეზი კომპანიის შეტყობინება გახდა. შახტის ხელმძღვანელმა მათ განუცხადა, რომ ფინანსების არქონის გამო ვეღარ შეძლებდნენ ხელფასის გადახდას და მეშახტეები უხელფასო შვებულებაში გაუშვა.  

აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულია განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ისინი შეთანხმდნენ მეშახტეებთან და მათ ხელფასს გადაუხდიან. 

„მიმდინარეობს ტექნიკური შეფასება შახტების უსაფრთხოებაზე. ეს შეფასება დასრულდება დეკემბერში და იმ უბნებზე, სადაც გვექნება უსაფრთხოების გარანტირებული დასკვნა, დავიწყებთ მუშაობას. ვიდრე ეს სამუშაოები დაიწყება, ჩვენ შევთანხმდით მეშახტეებთან, რომ გადავუხდით ხელფასს. მუშაობის აღდგენის შემდეგ პროცესები ჩვეულებრივ გაგრძელდება. ჩვენ არ შეგვიწყვეტია ხელფასების გადახდა, წინა თვეში გადახდილია და ამ თვეშიც ასევე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა არ აღდგენილა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ იქ, სადაც მუშაობა დაიწყება, იქნება უსაფრთხო“ – განაცხადა ქობულიამ

კომენტარები