პარლამენტის პლენარული სხდომა

მაჭავარიანი სააკაშვილზე: უპასუხისმგებლოდ გამოიყენა სიტყვები - ჯღანი ტურისტები

ბოლო პერიოდში ძალიან არასამართლიანად და უპასუხისმგებლოდ ითქვა, რომ თითქოს ჩვენ გვჭირდება ხარისხიანი ტურიზმი, ისეთი სიტყვები იყო გამოყენებული, როგორიც არის - ჯღანი ტურისტები. ჯერ ერთი ეს არასწორია. ჩვენ ხარისხობრივი გაუმჯობესება გვაქვს ტურიზმში და აქაც ჩვენ არა მარტო რაოდენობრივი ზრდა გვაქვს ტურისტების, არამედ თითოეულ ტურისტზე მიღებული შემოსავალი მატულობს.

საქართველოში არამეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რიცხვი მატულობს. ესეც ხარისხობრივი კომპონენტია. მეზობელი, რომლისთვისაც უბრალოდ ლოჯისტიკურად იოლია, რომ შემოიაროს შენთან - ეს სხვაა და ადამიანი სპეციალურად რომ ირჩევს ამ ქვეყანას, როგორც ტურისტულ მიმართულებას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიმკვიდრებთ ძალიან მნიშვნელოვან ადგილს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვისხდეთ და ვარჩიოთ, ვინ არის კარგი და ცუდი ტურისტი. ამ ეტაპზე ყველა ტურისტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით - "გვჭირდება მდიდარი შეიხები და არა გაძვალტყავებული ჯღანები".

კომენტარები