კიუშუ ბაშოს ბოლოსწინა საშეჯიბრო დღეს, ლევან გორგაძემ სეკივაკე მიტაკეუმი დაამარცხა და ტურნირზე დადებითი ბალანსი გაინაღდა. ტოჩინოშინმა მეტოქეს საკმაოდ იოლად მოუგო.
ქართველმა ოძეკმა 8 მოგებითა და 6 წაგებით კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) დააფიქსირა. ტურნირის ბოლო ორთაბრძლაში, ტოჩინოშინი მაეგაშირა შოჰოზანს დაუპირისპირდება.
ლევან გორგაძეს შოჰოზანთან ბალანსი 15:4-ზე აქვს.