სუმო

სუმოისტების თვითმფრინავი სიმძიმის გამო არ აფრინდა, მგზავრების ნაწილი სხვა ბორტზე გადასვეს

Japan Airlines-ის თვითმფრინავი
Toru Hanai/Bloomberg/Getty Images

ავიაკომპანია Japan Airlines-ის თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 27 სუმოისტი იმყოფებოდა, სიმძიმის გამო არ აფრინდა.

Japan Airlines-ის თვითმფრინავი საშუალოდ 70 კილოგრამის წონის მგზავრებზე იყო გათვლილი. სუმოისტების საშუალო წონა კი, 120 კილოგრამს შეადგენდა. მფრინავმა აფრენა არ გარისკა, ხოლო ავიაკომპანიამ მეორე თვითმფრინავი გამოყო, რომელზეც სპორტსმენების ნაწილი გადაიყვანა. 

სუმოისტები ტოკიოდან კუნძულ ამამი ოსიმაზე მიემგზავრებოდნენ, სადაც ყოველწლიურად ტრადიციული სუმოს ფესტივალები იმართება. სამომავლოდ Japan Airlines ამ მიმართულებით სუმოისტებისთვის ცალკე რეისების დანიშნვას გეგმავს. 

"თავიდან ბევრს ვხუმრობდით წონაზე, საბოლოოდ კი, წონა მართლა პრობლემა აღმოჩნდა. ავიაკომპანია ძალიან დაგვეხმარა და გვერდში დაგვიდგა". – ამბობს სუმოისტების წარმომადგენელი.

2023 წელს პირველად კორეის ავიახაზებმა აფრენის წინ მგზავრების საერთო წონა დაადგინეს, მომავალში, შესაძლოა, აწონვა ჩასხდომის წინ აუცილებელი პროცედურა გახდეს.

კომენტარები