თუ რა კრიტერიუმებით შემარჩია ბატონმა ლაშა კომახიძემ, ეს ალბათ მას უნდა ჰკითხოთ და მე ამაზე ვერ გიპასუხებთ, თუმცა ეს შემოთავაზება იყო მანამდეც ლაშასგან და უბრალოდ ახლა გადავდგი ეს ნაბიჯი.
რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, მე იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში კულტურაში ძალიან ბევრი რამე გაკეთდება, იმიტომ, რომ ნამდვილად ბევრი გამოცდილება მაქვს და იმედი მაქვს, რომ ბათუმს და ბათუმელებს ეს დაეტყობათ.