ხორავას ქუჩის საქმე

კაპანაძე: ხორავას ტრაგედიიდან 1 წლის თავზეც, ხელს აფარებენ ფარცხალაძის დატოვებულ იერარქიას

დღეს 1 წელი გავიდა დათო სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობიდან.

ხელისუფლებას დღემდე არ გამოუძიებია ეს საქმე. დღემდე დაუსჯელია მკვლელობაში მონაწილე პიროვნება. დღემდე ხელს აფარებენ მირზა სუბელიანს, რომლის ქმედებებზე ამ საქმის ჩაფარცხვასთან დაკავშირებით გამოძიებაც კი არ დაწყებულა. დღემდე ხელს აფარებენ ფარცხალაძის დატოვებულ იერარქიას პროკურატურაში. დღემდე დაუსჯელია შსს-ს და პროკურატურის ის მაღალჩინოსნები, ვინც ეს საქმე შეკერა. ეს ყველაფერი საგამოძიებო კომისიამ სრულიად ნათლად წარმოაჩინა.

სოლიდარობა ზაზას და თანაგრძნობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც შარშან 1 დეკემბერს დათუნა და ლევანი მოუკლეს.

ეს საქმე ადრე თუ გვიან აუცილებლად იქნება გამოძიებული.

წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი და ხორავას ქუჩის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავჯდომარე სერგი კაპანაძე Facebook-ზე.

კომენტარები