რაც შეეხება გუშინ განვითარებულ სხვა მოვლენებს, რა თქმა უნდა, აშშ მხარს უჭერს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ უფლებების განხორციელებას მშვიდ გარემოში და მშვიდობიანი გზით. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ვნახეთ გუშინ – რას ეუბნება ეს კადრები საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს მეგობრებს მსოფლიოში ამ ქვეყნის დღევანდელი დღის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს სიმშვიდისაკენ, გააგრძელოს წინსვლა ამ არჩევნების შემდეგ და შეასრულოს მნიშვნელოვანი სამუშაო ქვეყნისა და მისი მომავლის გაძლიერებისათვის
დაპირისპირება კახეთში
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კახეთში დაპირისპირებაზე: შეშფოთებულები ვართ ნანახით
tbl.ge/3cql
დაკოპირდა
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალოების შემსრულებელი როს უილსონი გუშინ, 16 დეკემბერს კახეთში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება, რომლის დროსაც პოლიციელებსა და გაერთიანებას "ძალა ერთობაშია" შორის რამდენიმე საათიანი დაპირისპირება მიმდინარეობდა
ამავე თემაზე
- კახეთის აქციაზე ენმ-ის აქტივისტის ცემაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
- 16 დეკემბრის დაპირისპირება კახეთში - პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის 58 წლის ქალი დააკავეს
- კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
- შსს: 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი დავაკავეთ
- ქანთარია: ეს არ უნდა გადატყდეს მხოლოდ კირკიტაძეზე, არამედ სხვებზეც, რომლებიც აქეზებდნენ