ინგლისელმა მსახიობმა იდრის ელბამ #MeToo მოძრაობის შესახებ კომენტარი გააკეთა.
The Sunday Times-მა მსახიობს კითხა, არის თუ არა რთული შოუ ბიზნესში მყოფი კაცებისთვის ეს პერიოდი.
"ეს მხოლოდ მაშინ არის რთული, როდესაც ხარ კაცი, რომელიც რაღაცას მალავს", - უპასუხა იდრის ელბამ კითხვას.
იდრის ელბას კომენტარი ძალიან მალე გავრცელდა სოციალურ ქსელებში, შონდა რაიმსმა და ვალერია ჯარეტმა კომენტარი ტვიტერზე გააზიარეს და იდრის ელბა შეაქეს.