დღეს ჩვენ პრემიერმინისტრისგან მოვისმინეთ ყოვლისმომცველი და ძალიან საინტერესო ანგარიში იმის თაობაზე, თუ რა გაკეთდა ამ წლის განმავლობაში საქართველოში მთავრობის მიერ. ეს ანგარიში არის ნამდვილად შთამბეჭდავი და ამავდროულად იყო ძალიან საინტერესოდ ხაზგასმული ის მიზნები, ამოცანები, ორიენტირები, რომელიც უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას როგორც გრძელვადიან პერსპექტივაში და აქ ძალიან საინტერესოდ იყო გამოკვეთილი ორი ძირითადი ამოცანა, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ასევე საუბარი იყო მოკლევადიან პერსპექტივაზე. ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენც, რა თქმა უნდა მთავრობასთან ერთად. ამის ნაწილია საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც განიხილება საქართველოს პარლამენტის მიერ მომდევნო წლის განმავლობაში და ჩვენ მთავრობასთან ერთად ვუზრუნველყოფთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლას და განვითარებას
პრემიერმინისტრის ანგარიში 2018
კობახიძე: მთავრობის ანგარიშში საინტერესოდ იყო ხაზგასმული მიზნები და ამოცანები
tbl.ge/3d04
დაკოპირდა
ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მთავრობის წლიური ანგარიში, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს წარადგინა.
ამავე თემაზე
- ბახტაძე: სიღარიბე 10%-ით შევამცირეთ
- ბახტაძე: 2019-2020 წლებში 7526 სამხედროს ხელფასი გაეზრდება, 1634-ს ბინა გადაეცემა
- კალაძე: ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, გამოწვევები, რომლებსაც სჭირდება ღირსეული პასუხები
- ბახტაძე: მეწარმეები 31 დეკემბრამდე ბიუჯეტში გადახდილ ნახევარ მლრდ ლარს დაიბრუნებენ
- ბახტაძე: სიღარიბის მთავარი წყარო იყო წინა, უსამართლო ეკონომიკური მოდელი