შაბათს, ინდონეზიის ზონდის სრუტეში, ცუნამის შედეგად სულ მცირე 222 ადამიანი დაიღუპა და 800-მდე ადამიანი დაშავდა, არიან დაკარგულები. ექსპერტები სტიქიურ უბედურებას ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევას უკავშირებენ.
ცუნამი სანაპირო ქალაქებს ადგილობრივი დროით 21:30 საათზე დაატყდა თავს. ინდონეზიის ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
ცუნამიმ დააზიანა ასობით სახლი, სასტუმროები, რესტორნები და გემები.