ინდონეზიაში, ბიჭების ბენდი კუნძულ იავას სანაპიროზე კერძო კონცერტს მართავდა და სცენაზე იდგა, როცა მოულოდნელად სცენის უკნიდან ცუნამი მოვარდა.
გავრცელებულ კადრებში ისმის, როგორ მღერის ბენდი - "We. Are. Seventeen" და არაფერი იცის ტალღის მოახლოების შესახებ. ცუნამის ტალღა დიდი დარტყმით სცენას უკნიდან ურტყამს და კონცერტი ტრაგიკულად სრულდება.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, არის მსხვერპლი.