ტოპ-მოდელი ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი დაშორდნენ.
გამოცემა E!-ს ცნობით, წყვილი ნოემბრის შემდეგ ერთმანეთს აღარ ხვდება და ცდილობენ, რომ ცალ-ცალკე ყოფნით "ურთიერთობის გადარჩენა შეძლონ".
თავდაპირველად, ჯიჯი ჰადიდისა და ზეინ მალიკის დაშორების შესახებ ამბავი მათი სოციალური ქსელებიდან გამომდინარე გავრცელდა - უკანასკნლად ჯიჯი ჰადიდმა მალიკის სურათი ინსტაგრამზე ოქტომბერში დადო.
"ისინი ახლა ცხოვრების სხვადასხვა მხარეს არიან და ამიტომ გადაწყვიტეს ცოტა დაისვენონ ერთმანეთისგან. მათ კვლავ აქვთ კონტაქტი და იმედოვმებენ რომ მომავალში კვლავ შერიგდებიან", - უთხრა გამოცემას წყარომ.
ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი ერთად 2015 წლიდან იყვნენ.