ცნობილი ადამიანები

სვიფტი, ჯეი-ზი, კარდაშიანი - FORBES-ის 2024 წლის ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების სია

ამერიკული ბიზნეს ჟურნალი Forbes-ი წლის ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების სიას აქვეყნებს.

ფორბსის მიერ გამოქვეყნებული 14 ადამიანის ქონებამ მთლიანობაში 31 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის სიას 12.3 მილიარდით უსწრებს. 

სიას ახალი წევრი, ამერიკელი პოპ-ფოლკ შემსრულებელი, ტეილორ სვიფტი შეემატა - სვიფტმა თავის მუსიკალურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული წელი დახურა - 2023 წლის ოქტომბერში მის ამერიკანას [სვიფტის მეტსახელი] ქონებამ მილიარდიან ნიშნულს მიაღწია და ამ ეტაპზე, სვიფტის ქონება ერთიანად 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

სიის ტოპ ათეულს ასევე, რიანა, პიტერ ჯექსონი, ჯეი-ზი, კიმ კარდაშიანი და ოპრა უინფრი იყოფენ. 

იხილეთ ჩამონათვალი: 

14. ტეილორ სვიფტი: 1.1 მილიარდი

13. დიკ ვულფი: 1.2 მილიარდი

12. მეჯიქ ჯონსონი: 1.2 მილიარდი

11. ლებრონ ჯეიმსი: 1.2 მილიარდი

10. თაიგერ ვუდსი: 1.3 მილიარდი

9. რიანა: 1.4 მილიარდი

8. ტაილერ პერი: 1.4 მილიარდი 

7. პიტერ ჯექსონი: 1.5 მილიარდი

6. კიმ კარდაშიანი: 1.7 მილიარდი

5. ჯეი-ზი: 2.5 მილიარდი

4. ოპრა უინფრი: 2.8 მილიარდი

3. მაიკლ ჯორდანი: 3.2 მილიარდი

2. სტივენ სპილბერგი: 4.8 მილიარდი

1. ჯორჯ ლუკასი: 5.5 მილიარდი 

კომენტარები