პოლონეთი

პოლონეთში, ქალაქ გდანსკის მერი საქველმოქმედო კონცერტის დროს დაჭრეს, მისი მდგომარეობა მძიმეა

Epa

პოლონეთში, ქალაქ გდანსკის მერი საქველმოქმედო კონცერტის დროს დაჭრეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.

53 წლის პაველ ადამოვიჩი სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც, შეიარაღებული პირი სცენაზე ავიდა და გდანსკის მერს მუცლის არეში დაზიანებები მიაყენა.

პაველ ადამოვიჩი თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე
ფოტო: Reuters

27 წლის თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს. ის ყვიროდა, რომ უკანონოდ დააპატიმრეს წინა ხელისუფლების დროს, რომელიც მხარს უჭერდა ადამოვიჩის არჩევას.

ქალაქის პირველი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ხუთსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, პაველ ადამოვიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე რჩება. ექიმების თქმით, "მომდევნო საათები გადამწყვეტი იქნება".

შინაგან საქმეთა მინისტრმა იოახიმ ბრუჯინსკიმ თავდასხმას "აუხსნელი ბარბაროსობის აქტი" უწოდა.

კომენტარები