მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერმა, რომელსაც მაყურებლის დიდი ნაწილი Sex And The City-ში შესრულებული ქერი ბრედშოუს როლით იცნობს, Instagram-ზე რამდენიმეწამიანი ვიდეო გამოაქვეყნა.
ვიდეო Sex And The City-ის საკულტო ქუდის ე.წ რიმეიქია - მას ბალერინას კაბა აცვია და მუსიკალური გაფორმებაც შესაბამისია.
სარა ჯესიკა პარკერმა დაწერა:
"ჩემი ძველი მეგობარი.
ის ცოტა ხნით დაბრუნდება. თანამშრომლობს დიდებულ ბრენდთან და მხარს უჭერს საკითხს, რაზეც ყველანი ვღელავთ. დანარჩენსაც გაიგებთ".
ქერის დაბრუნება მესამე ფილმის ანონსი არ არის - ვიდეოს ბოლოს ჩნდება ჰეშთეგი #PourItForward.
თუ ამ ჰეშთეგს დავგუგლავთ, ვნახავთ, რომ ის სტელა არტუას Stella Artois' Water.org partnership-თან არის დაკავშირებული, რაც, თავის მხრივ, მსახიობ მეთ დეიმონის მიერ არის დაარსებული და უკვე 5 წელია, მრავალ ოჯახს ეხმარება, რათა მათთვის სუფთა წყალი იყოს ხელმისაწვდომი.
თუმცა, კონკრეტულად როგორი იქნება სარა ჯესიკა პარკერის და მისი ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის, ქერი ბრედშოუს წვლილი ამ საქმეში, ჯერჯერობით უცნობია.