მცხეთასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომობილის მძღოლი შუახნის მამაკაცია.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთას სამინისტროში უთხრეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.