ნარკოდანაშაული

ბაღების სააგენტო ადასტურებს, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ქალი ბაღში აღმზრდელი იყო

ტაბულა

თბილისის ერთერთი საჯარო ბაღის აღმზრდელი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ბაღების სააგენტოში დაუდასტურეს. 

ბრალდებული დაკავებამდე თბილისის 25-ე საჯარო ბაგა-ბაღში მუშაობდა. ბაღების სააგენტოში ამბობენ, რომ ის ბაღში ბოლო სამის წლის განმავლობაში აღმზრდელი იყო. 

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულის მიერ მითითებული სამალავიდან ბუპრენორფინის შემცველი 130 აბი სუბოტექსი ამოიღეს. 

დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები