პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება

ხუნდაძე ფარულ კადრებზე: დამკვეთი ისაა, ვინც ხელისუფლებასთან უზნეო ოპონირებას წევს

ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს ბრძოლის ყველაზე უზნეო მეთოდი, ეს ჰგავს ეშმაკის შუაში ჩაგდებას ურთიერთობის გაფუჭებისათვის. მე ვფიქრობ, აქ ყველაზე მეტად იზარალა ხელისუფლებამ, მმართველმა გუნდმა. ჩვენ უკვე მე-3 დღეა ხელისუფლების ლანძღვას ვისმენთ, ამიტომ, მე ვფიქრობ, ამის დამკვეთი არის ის, ვინც ასევე უზნეო ოპონირებას წევს ხელისუფლებასგან, მმართველ გუნდთან, მსხვერპლთან თვითონ, ვფიქრობ, საკმაოდ დაზარალდა ეკა ბესელია. მე ვფიქრობ, ამან გააღვივა შუღლი სასამართლო თემატიკასთან დაკავშირებით დაპირისპირებულ მხარეებს. იმიტომ, რომ ვისმენთ ასევე ურთიერთბრალდებებს, ამიტომ, მე ვფიქრობ, ჩვენ ახლა ეს თემა უნდა გადავცეთ სამართალდამცავებს და დაველოდოთ, რა შედეგი დადგება

ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საუბრობს დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ

კომენტარები