პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება

შსს ჩანაწერებზე: გამოძიების #1 პრიორიტეტია, გავიდეთ პირველ წყაროზე - ვინ გაავრცელა ის

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ, ქართული ოცნების დეპუტატის, ეკა ბესელიას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ გამოძიებაზე ისაუბრა. მისი თქმით, გამოძიების ნომერ პირველი პრიორიტეტია, გავიდნენ პირველ წყაროზე. 

"ნომერ პირველი პრიორიტეტი ამ სისხლის სამართლის საქმეში არის ის, რომ გავიდეთ პირველ წყაროზე - ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერი. გამოძიება გრძელდება და ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. გგვაქვს არაერთი ვერსია, მივდივართ სხვადასხვა მიმართულებით და, შესაბამისად, დაველოდოთ გამოძიებას. 

გადავამოწმებთ გარკვეულ ვერსიებს, შევისწავლით ასევე ძველი საქმის მასალებს. უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ამ ეტაპზე, რაც უმნიშვნელოვანესია, ინტენსიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები,"- თქვა ბორცვაძემ. 

რამდენიმე დღის წინ უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გაავრცელა ინფრომაცია, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტით ვრცელდება. გამოძიებამ ამ დროისათვის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით 16 პირი დააკავა, მათგან 9 გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხოლო 2-ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

კომენტარები