მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ხმას ელექტრონულად უნდა ვაძლევდეთ, ეს მოსუქებული არსება არაფერ შუაში იქნება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას "მოსუქებული არსება" უწოდა. 

ექსპრეზიდენტმა ეს ბელგიის ქალაქ ლიეჟში თქვა, სადაც თავის ემიგრანტ მხარდამჭერებს მიმართა და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ელექტრონულად ხმის მიცემაზე ესაუბრა. 

"მიდიხარ საკონსულოში ხმის მისაცემად და გხვდებიან, როგორც მამის მკვლელებს. ახლა თქვენღა გვაკლდითო. იმიტომ რომ დავალება აქვთ მიღებული, მხოლოდ ქოცებს მიაცემინონ ხმები. მიუხედავად ამისა, გია ვაშაძემ ჩაატარა ბრწყინვალე კამპანია და 64%-ით 38% მოიგო მტრის შემოგზავნილ კანდიდატს. 

მაგრამ, არჩევნებზე ხმას თქვენ უნდა აძლევდეთ ელექტრონული ბარათით, სახლიდან გაუსვლელად მიუნხენიდან, ლუქსემბურგიდან, ბარიდან, ისლანდიიდან, ნიუ ჯერსიდან ა.შ. გინდა სამსახურიდან, გინდა სახლიდან. და რაც მთავარია, ეს მოსუქებული არსება, თამარ ჟვანია, არაფერ შუაში იქნება. ყველაფერი ითვლება ელექტრონულად. მთელი საარჩევნო კომისია, თავისი თავმჯდომარით, მოადგილეებით, ცოლებით, შვილებით, საყვარლებით არაფერ შუაში აღარ არის", - თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა. 

კომენტარები