იოსემიტის ეროვნული პარკი

"ცეცხლის ჩანჩქერი" იოსემიტის ეროვნულ პარკში

CNN

კალიფორნიაში, იოსემიტის ეროვნულ პარკში კლდიდან "ცეცხლის ჩანჩქერი" იღვრება. ბუნების ეს ფენომენალური მოვლენა მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

რეალურად, ეს ილუზიაა, რომელსაც მზის ჩასვლისას სხივების ჩანჩქერზე შესაბამისი კუთხიდან დაცემა ქმნის. 

მსგავსი რამ ყოველ წელს, რამდენიმე დღით, თებერვალში ხდება. მის სანახავად ათასობით ადამიანი მოდის. 

"ცეცხლის ჩანჩქერი" ვაჩე გეიგლიანმა, კალიფორნიელი ფოტოგრაფმა გადაიღო და ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. 

"ჩემი რეაქცია სრული აღფრთოვანება იყო", - უთხრა მან CNN-ს - "აღტკინებული და ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მოვლენა, ბოლოს და ბოლოს, პირადად ვნახე და რამდენიმე კარგი ფოტოც გადავიღე. მე და ჩემი მეგობარი აქ დღის 14:00 საათზე მოვედით". 


ფოტო: CNN

ვისაც "ცეცხლის ჩანჩქერის" ნახვა ან გადაღება სურს, იოსემიტის ეროვნულ პარკს კვირის ბოლომდე უნდა ესტუმროს. 

კომენტარები