უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

გრიცენკო გაპრეზიდენტების შემთხვევაში სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას ჰპირდება

Armenpress

უკრაინის პარტია "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ანატოლი გრიცენკო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას ჰპირდება. 

ამის შესახებ გრიცენკომ რადიო НВ-ის ეთერში თქვა

"ვფიქრობ, სააკაშვილს უხეშად და უკანონოდ მოექცნენ. სახელმწიფომ მარტივად არ უნდა მისცეს და წაართვას პასპორტი ადამიანს. თუმცა, უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის სურვილი სააკაშვილის სააკაშვილს უნდა ჰქონდეს",- ამბობს გრიცენკო

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წელს ჩამოერთვა.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 31 მარტს გაიმართება.

კომენტარები