26 მაისს ოლდ ტრაფორდზე ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი გაიმართება - მანჩესტერ იუნაიტედი მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ.
მანჩესტერის შემადგენლობაში დევიდ ბექჰემი, პოლ სქოულზი და ნიქ ბათი ითამაშებენ, მწვრთნელი სექ ალექს ფერფიუსონი იქნება.
ბექჰემმა ვიდეოც გაავრცელა, მასში ამბობს:
"მე დავბრუნდები მანჩესტერში 26 მაისს, რათა ვითამაშო მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ".
თამაში 1999 წლის ლეგენდარული მატჩის 20 წლისთავთან დაკავშირებით ტარდება - 20 წლის წინ ჩემპიონთა ლიგის დრამატულ ფინალურ ბრძოლაში მანჩესტერმა ბაიერნი 2:1 დაამარცხა.