სპილო, რომელსაც ფოტოგრაფი უილ ბარედ ლუკასი F_MU1-ს უწოდებს, 60 წლის განმავლობაში კენიაში, ცავოს რეგიონში ცხოვრობდა.
ფოტოგრაფმა ის 2017 წელს აღბეჭდა - კენიაში უილ ბარედ ლუკასი ორგანიზაცია Tsavo Trust-ის მკვლევარებთან ერთად დაწყებული პროექტის ფარგლებში ჩავიდა და მის გამოჩენას რამდენიმე კვირა ელოდებოდა.
ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.
"ბუჩქებს მიღმა სპილოს ზურგს მოვკალი თვალი, რამდენიმე წამში ის გამოჩნდა. მეტყველების უნარი დავკარგე. F_MU1 გამხდარი და მოხუცი, მაგრამ გრაციოზული იყო. მისი ეშვები ისეთი გრძელი იყო, ლამის მიწას ეხებოდა. წარსულიდან გადმოსულს ჰყავდა", - ამბობს ფოტოგრაფი.
ფოტოების გადაღებიდან რამდენიმე კვირაში სპილო ბუნებრივი მიზეზებით მოკვდა.