მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი

ბოკერია: კახაძის დასახელება, არის იმ კრიზისის დამადასტურებელი, რაც ქართულ ოცნებას აქვს

კახაძე გამოირჩევა იმით, რომ ქართული ოცნების მთავარ გზავნილში არ ჯდება, ამ აგრესიის და სიძულვილის. ზოგადად ეს კარგია, მაგრამ იმ თვალსაზრისით, რაც ჩვენ გვჭირდება, მთელ საზოგადოებას პარლამენტში, რაც სჭირდებათ მთაწმინდელებს, ანუ ხმა, უნარი, რომლითაც პოლიტიკური კურსი გაატაროს და მათი ინტერესები დაიცვას, იქნება ეს ლოკალური საკითხი, მიმდინარე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული, რომელიც მთაწმინდელისთვის მნიშვნელოვანი არის. თუ ის დიდი საკითხები რაც მთავარია პარლამენტში. ზოგადად, ქართული ოცნებიდან იმ კანდიდატურის დასახელება, რომელიც მათ პოლიტიკური გუნდიდან არ არის, არის იმ კრიზისის დამადასტურებელი, რაც ქართულ ოცნებას აქვს და ახლა შეეცდებიან, ის იმიჯი რაც ბატონ კახაძეს აქვს, რომ ის არის კეთილი ადამიანი, ყველასთან კაი ურთიერთობა აქვს, ამით გაძვრნენ, მაგრამ არ გამოვა. იმიტომ რომ პოლიტიკურ გუნდებს ირჩევენ კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად მოქალაქეებისთვის. ამ თვალსაზრისით, ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი პარლამენტში მხოლოდ საქმეს გააფუჭებს, ვინც არ უნდა იყოს ის, თუმცა უარესი კანდიდატებიც შეიძლებოდა მოეფიქრებინათ, ეს არავის არ სჭირდება. დღეს გვჭირდება ცვლილებები, ეს არის სრული ამომწურავი კონსესუსისა მოქალაქეებში, რომ ახლა საითაც მიდის ქვეყანა, საითაც მიყავს ივანიშვილს და მის უმრავლესობას, მათ შორის პარლამენტში და მის მთავრობას, ეს არ არის ის რას სჭირდება ქვეყანას. 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ტვ.პირველის ეთერში. ქართულმა ოცნებამ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად ლადო კახაძე დაასახელა

კომენტარები