მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი

კახაძე შვილიშვილებზე: მათი მშობლების თაობის დიდი ნაწილი დაბადებამდე მინახავს

მე ორ ახალგაზრდა კაცთან ერთად წამოვედი. ესენი ჩემი შვილიშვილები არიან - ნიკოლოზი და ანდრია. მთაწმინდაზე დაბადებული და გაზრდილი მეოთხე თაობის წარმომადგენლები. მათი და მათი მშობლების თაობის დიდი ნაწილი დაბადებამდე მინახავს. მე მათ ვერასოდეს ვერ ვუღალატებ. მათი თვალებით დანახული მომავლის გააწმყოება მინდა. მათთვის და მათთან ერთად ლამაზი, შინაარსიანი, ადაპტირებული, განათლებული, უსაფრთხო და ღირსეული მომავლის აშენება მინდა, მათთან და თქვენთან ერთად. დიდი მადლობა მხარდაჭრისთვის, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ! ღმერთი ფარავდეს თქვენს, ჩვენს და ჩვენი ქვეყნის ყველა მობინადრის ოჯახებს, ღმერთი ფარავდეს სრულიად საქართველოს!

ამის შესახებ ქართული ოცნების მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლადო კახაძემ, თავისი კანდიდატურის ოფიციაური წარდგენის დროს თქვა.

კომენტარები