ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში 22-სართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა. დაღუპულია სულ მცირე 5 ადამიანი, ხოლო დაშავდა 60-ზე მეტი.
მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. შენობაში კვლავ რჩებიან ადამიანები, რომელთა გამოყვანა ვერ ხერხდება.
ადგილზე 22 სახანძრო ბრიგადა და ვერტმფრენი მუშაობს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.