ჭიათურაში, საბაგიროს მშენებლობისას, მუშა დაიღუპა.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა გახდა მამაკაცის დაღუპვის მიზეზი.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.