მე სურვილი მაქვს, რომ მამაო [დეკანოზი გიორგი მამალაძე] როდესაც განთავისუფლდება (და უდანაშაულო მღვდელი არ უნდა იჯდეს ციხეში, შუამდგომლობა უნდა დააყენოს საპატრიარქომ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პასუხისმგებლობა პირადად კათალიკოს-პატრიარქს ვაკისრებ), ეს საკითხი უნდა განიხილოს სინოდის სხდომაზე, რომელსაც შეთავსებული აქვს საეკლესიო სასამართლოს ფუნქცია. აი, როდესაც ბატონ ზვიადს [გამსახურდია] ვახსენებთ, წარმოიდგინეთ, რომ 80-იან წლებში პატრიარქს მიმართავს წერილით და 1980 წელს ერის ადამიანი, რომელიც როგორც წერილში ჩანს, ზედმიწევნით კარგად იცნობს სჯულის კანონს, საეკლესიო სამართლის და პატრიარქს სთხოვს, რომ საეკლესიო სასამართლო აღადგინოს იმიტომ, რომ ეკლესიაში არის ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა და, აი, დღეს გასულია 39 წელი და დღესაც იგივე პრობლემების წინაშე ვდგავართ
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე
მეუფე პეტრე: დეკანოზ მამალაძეზე პასუხისმგებლობას პირადად კათალიკოს-პატრიარქს ვაკისრებ
tbl.ge/3ldy
დაკოპირდა
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" ე.წ ციანიდის საქმეზე საუბრობს.
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავამეუფე პეტრეე.წ ციანიდის საქმესაპატრიარქოკათოლიკოს-პატრიარქიდეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეწმიდა სინოდიზვიად გამსახურდია
ამავე თემაზე
- ადვოკატი: დეკანოზი მარტის შემდეგ ნევროლოგის მეთვალყურეობის გარეშეა დარჩენილი
- მეუფე პეტრე: ხელისუფლების ნებაა დეკანოზის გათავისუფლება, საპატრიარქოს არ დაუპირისპირდნენ
- მეუფე პეტრე დეკანოზ მამალაძეზე: ამ ადამიანის ხელშია გასაღები 42-წლიანი კერპის დამსხვრევისა
- პრეზიდენტი: იოანე პავლე II-მ თავდამსხმელს რამდენიმე თვეში აპატია, მაგრამ ის 19 წლის მერე გაუშვეს
- ზურაბიშვილი: ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ მამალაძეზე