ციკლონი

ინდოეთში 1999 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი ციკლონი მძვინვარებს

ინდოეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტროპიკული ციკლონი წარმოიქმნა, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს 100 მილიონი ადამიანისკენ მიემართება. ინდოეთის ხელისუფლებამ საგანგებო ევაკუაციები გამოაცხადა. 

ციკლონი ფანი მნიშვნელოვნად გაძლიერდა ხუთშაბათს, ბენგალის ყურეში, სადაც ქარის სიჩქარემ 305 კმ/სთ-ს მიაღწია. ფანი ინდოეთის ყველაზე ძლიერი ციკლონია 1999 წლის შემდეგ, როცა მსგავსმა ციკლონმა 10 000 მდე ადამიანის სიკვდილის გამოიწვია. 

უკიდურესად მწვავე ქარიშხალის გამო ქვეყნის სანაპირო დაცვამ ვერტმფრენების და ფლოტის გემების გამოყენება დაიწყო. ასევე, მზადყოფნაშია ჯარი და საჰაერო ძალები. ოდიშას და კოლკატას აეროპორტებში გაუქმდა ფრენები და ევაკუირებულია მილიონამდე ადამიანი.

"ცენტრალური მთავრობა მზადაა უზრუნველყოს ყველა შესაძლო დახმარება. ვილოცოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის" -განაცხადა ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ. 

ამ მომენტისთვის ციკლონი ფანიმა იმსხვერპლა შვიდი ადამიანი. სიკვდილის შემთხვევები ხეების დაცემამ და კედლების დანგრევამ გამოიწვია. ციკლონი ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ჩრდილოაღმოსავლეთის გასვწრივ მოძრაობს, შტორმს ელოდებიან ბანგლადეშშიც, საიდანაც ევაკუირებულია 400 000 ადამიანი. აშენებულია 4000-მდე თავშესაფარი ევაკუირებული ადამიანებისთვის. 

გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ ოთხაბათს თვითერზსე დაწერა, რომ ის მზადაა საგანგებო რეაგირებისთვის და აქვს კონტეინერები საძილე ტომრებით, საბნებით და სხვა რესურსებით. 

მომხმარებლები Twitter-ზე ციკლონის ვიდეოებს აზიარებენ, ერთ-ერთ მათგანში ჩანს, თუ როგორ გადაატრიალა ციკლონმა ავტობუსი. 

 

კომენტარები