ტროპიკულმა ციკლონმა იდაიმ მოზამბიკის საპორტო ქალაქ ბეირას 90% გაანადგურა. უსახლკაროდ არის დარჩენილი 500,000-ზე მეტი ადამიანი.
ციკლონმა წყალდიდობაც გამოიწვია. ადიდდა ორი მდინარე, რის შედეგადაც რამდენიმე სოფელი დაიტბორა. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა 1,000-მდე გაიზარდოს.
ციკლონმა ზიმბაბვესა და მალავისაც გადაუარა. ქარის სიჩქარე საათში 177 კილომეტრს აღწევდა. 80 ადამიანი დაიღუპა ზიმბაბვეში, მალავიში კი წყალდიდობას 122 ადამიანი ემსხვერპლა.