შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი ადამიანი - 1977 წელს
და 1991 წელს დაბადებული პირები დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, ერთერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 322 აბი ექსტაზი, 12
გრამამდე კოკაინი და 9 გრამამდე ჰეროინი ამოიღეს. მეორე პირის ჩხრეკისას კი - 100 აბი მეტადონი.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.