აფეთქებები შრი ლანკაში

დანიელი მილიარდერის შრი ლანკაზე აფეთქებისას დაღუპული 3 შვილი დაკრძალეს

შრი ლანკაზე აფეთქებისას დანიელი მილიარდერის 3 დაღუპული შვილი დაკრძალეს

ანდერს პოვლსენის სამი შვილი 21 აპრილს შრი ლანკაზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის დროს დაიღუპა. პოვლსენი ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელს Bestseller-ს ფლობს და Asos-ის წილების მფლობელია. ის უმდიდრესი დანიელია და ბრიტანეთში კერძო მიწების უმსხვილესი მფლობელი. მისი ოთხივე შვილი აღდგომის არდადეგებს შრი ლანკაზე ატარებდა.

21 აპრილს აფეთქება სამ ეკლესიასა და სამ სასტუმროში მოხდა. აფეთქებების დროს ეკლესიებში აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ამის შემდეგ კიდევ ორი აფეთქება მოხდა. ერთი ზოოპარკთან, ხოლო ერთი პოლიციის რეიდისას, რასაც 3 ოფიცერი ემსხვერპლა.

საჰაერო ძალების განცხადების მიხედვით, კიდევ ერთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს აეროპორტთან, თუმცა ის აფეთქებამდე განაღმეს.

თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა. დაშავებულია 500-მდე ადამიანი. დაღუპულთა შორის 36 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

პოლიციის ინფორმაციით, 24 ადამიანი დააკავეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახლმწიფომ აიღო.

კომენტარები