ავსტრია

ავსტრიის პარლამენტმა სებასტიან კურცი კანცლერის თანამდებობიდან მოხსნა

APA/ROBERT JAEGER

ავსტრიის პარლამენტმა სპეციალურ სესიაზე სებასტან კურცი კანცლერის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კურცისათვის უნდობლობის გამოცხადებას კოალიციის ყოფილმა პარტნიორმა ულტრა-მემარჯვენე თავისუფლების პარტიამ და ოპოზიციურმა სოციალ დემოკრატიულმა პარტიამ დაუჭირეს მხარი.

ქვეყნის დროებითი ლიდერი ვიცე-კანცლერი და ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ჰარტვიგ ლიოგერი იქნება.

ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა მინისტრებს მოუწოდა დროებითი შემცვლელების გამონახვამდე პოსტები არ დატოვონ. პრეზიდენტი მთავრობას ოფიციალურად დღეს დაითხოვს.

ავსტრიაში სამთავრობო კრიზისი თავისუფლების პარტიის ლიდერის, კაინც-კრისტიან შტრახეს ვიდეოების გავრცელებამ გამოიწვია, სადაც ის და თავისუფლების პარტიის კიდევ ერთი წევრი არჩევნების კამპანიაში პოლიტიკური და ფინანსურ მხარდაჭერის და ავსტრიაში ერთერთი უმსხვილესი გაზეთის, Kronen Zeitung-ის, რომელიც თავისუფლების პარტიის მიმართ კრიტიკულია, 50% აქციის შესყიდვის შემთხვევაში რუსი ოლიგარქის დისშვილს "კონტრაქტების დადებას" ჰპირდებოდნენ.

შტრახესთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ მისი ულტრა-მემარჯვენე თავისუფლების პარტიის წევრები სამთავრობო თანამდებობებს ტოვებენ. მათ შორის არიან საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ტრანსპორტის და სოციალურ საქმეთა მინისტრები.

ისინი დაიმუქრნენ, რომ თანამდებობებს დატოვებდნენ, თუ სკანდალის გამო შინაგან საქმეთა მინისტრ ჰერბერტ კიკლსაც გაათავისუფლებდნენ, ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა კი თქვა, რომ როგორც პარტიის გენერალურ მდივანს, კიკლს მომხდარ სკანდალზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო და თანამდებობა დაეტოვებინა.

ავსტრიაში არჩევნები სავარაუდოდ სექტემბერში გაიმართება.

კომენტარები