ავსტრია

ავსტრიაში დააკავეს ოთხი გერმანელი, რომლებმაც ჰიტლერის სახლთან თეთრი ვარდები მიიტანეს

 Kerstin Joensson/AP Photo/picture alliance

ზემო ავსტრიის პოლიციამ ოთხი გერმანელი დააკავა, რომლებმაც იმ სახლთან, სადაც ჰიტლერი დაიბადა და ბავშვობა გაატარა, თეთრი ვარდები მიიტანეს. ტურისტების ჯგუფი ავსტრიის სასაზღვრო ქალაქ ბრანაუში ნაცისტი დიქტატორის სახლს სტუმრობდნენ. 

როგორც ცნობილია, დაკავებულები არიან 24 და 26 წლის დები, 29 და 31 წლის პარტნიორებთან ერთად. ასევე, წყვილები ჰიტლერის ბავშვობის სახლთან ფოტოებს იღებდნენ. 

პოლიციის ცნობით, ერთ-ერთმა ქალმა ჰიტლერის სახლის წინ ნაცისტური მისალმების ჟესტი გააკეთა. ქალის თქმით, ნაცისტური მისალმება ხუმრობა იყო. თუმცა, პოლიციამ ქალის ტელეფონში ნაცისტური შინაარსის ფოტოები და შეტყობინებები აღმოაჩინა. პოლიციის თქმით, მათი ქცევა არღვევს ავსტრიულ კანონმდებლობას, რომელიც ნაცისტურ სიმბოლოებს კრძალავს. 

კომენტარები