შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას მომხდარ ორ ინციდენტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
- N17 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე თამარ მეტონიძის მიმართ მუქარის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით;
- N18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ანა ბარამიძის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით;
"აღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით აწარმოებს რამდენიმე ფაქტის შესწავლას. დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაიწყება გამოძიება" - აცხადებს შსს.