უბედური შემთხვევა

თუშეთის გზაზე მანქანა, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, სიმაღლიდან გადავარდა

თუშეთის გზაზე მანქანა, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, სიმაღლიდან გადავარდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში. ასევე უცნობია ინფორმაცია მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ.

კახეთის გუბერნატორმა ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, თუმცა, მათთან დაკავშირება მობილური კავშირის არ არსებობის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება.

კომენტარები