გახარიამ პასუხსიმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, თუ რა მოხდა იმ ღამეს, რიგით პოლიციელებზე ჯოხის გადატეხვა და ამით სიტუაციიდან გამოძრომა, არ არის ღირსეული საქციელი, მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. თუკი ვინმეს აქვს გადაცდომა სამსახურეობრივი მოვალეობის, ან სხვა სახის დანაშაული, ეს უკვე არის ცალკე თემა და არ უნდა მოხდეს ამით გადაფარვა გახარიას არ გადადგომით, გახარია უნდა გადადგეს. მე არ ვარ გარკვეული ტექნიკურ საკითხებში, მე ვიცი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი წესით აკონტროლებს ესეთ სიტუაციების, უნდა არსებობდეს აქციის შემთხვევაში, თუ დაშლის საჭიროება დგას, მისი დაშლის დამტკიცებული გეგმა, შეთანხმებული მთავრობასთან, უნდა იყოს წინასწარი გაფრთხილებები, არ უნდა იყოს დევნა მიტინგის ლოკაციის მოშორებით ადგილებში. მე ახლა ვხედავ იმას, რომ პოლიტიკური თავის დაძვრენის გამო, შეიძლება პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში კიდევ უფრო დაიძაბოს, ამიტომ ისევე როგორც კობახიძე თავიდანვე უნდა გადამგარიყო და იყო შანსი ეს უბედურება არ დატრიალებულიყო და ახალგაზრდებს თვალები არ დათხროდათ, ისევე ვთვლი რომ გახარია უნდა გადადგეს დროულად, სანამ კიდევ უფრო დაძაბულა პოლიტიკური სიტუაცია. უმრავლესობას შევთავაზებ სხვა ფორმულას - თუ გახარიას ესე ეფარებიან და ისინი თვლიან რომ არ უნდა გადადგეს, მე შევთავაზებ ერთ ფორმულას, ან გახარია გადადგეს ან მთავრობა გადააყენონ თავისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესაბამისად.
გიორგი გახარიას გადადგომა
ლევან კობერიძე: გახარია უნდა გადადგეს დროულად, სანამ კიდევ უფრო დაძაბულა სიტუაცია
tbl.ge/3sy4
დაკოპირდა
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარია პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
- წულუკიანი გახარიას გადადგომაზე: დასანანია, ეს გადაწყვეტილება მისთვის არის საზიანო
- ტიკარაძე: მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები - პრემიერმინისტრი არსად წასვლას არ აპირებს
- თამარ ჩუგოშვილი: გიორგი გახარიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ ვხედავთ
- კალაძე: გახარიას უმრავლესობის სხდომაზე ყოფნის აუცილებლობა არ იყო
- ბიძინა ივანიშვილს ბრიფინგზე გიორგი გახარიას შესახებ არაფერი უთქვამს