შიმშილობა ივანიშვილის სახლთან

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან 2 მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

რუსთავი 2

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან 2 მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. 

შიმშილობის მე-19 დღეს მინდია ადაძე და მარად შავაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. 

მოშიმშილეები პროტესტის უკიდურესი ფორმით გიორგი გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომას ითხოვდნენ. 

​"მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამდენი დღეა შიმშილობენ, აქვთ ზოგადი სისუსტე. პირველადი დახმარება ჩვენ ადგილზე გავუწიეთ, მაგრამ დანარჩენი სტაბილიზაციისთვის გადმოვიყვანეთ კლინიკაში. თერმოდინამიკა ნორმაში აქვთ",- უთხრა ინტერპრესნიუსს ფოთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმმა, ნანა რირუამ.

შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლთან გიორგი გახარაიას გადადგომის მოთხოვნით  პერმანენტული აქციები იმართება. 

კომენტარები