ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის პარტიამ Рух нових сил ხმათა 0.4% დააგროვა. სააკაშვილმა ამომრჩეველს მოუწოდა პარტიული სიით მხარი დაეჭირათ ზელენსკის პარტიისთვის, ხოლო მაჟორიტარებად მისი პარტიის კანდიდატები აერჩიათ.
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ Слуга народа - ეგზიტპოლების მიხედვით ვერხოვნა რადას არჩევნებში 43,9% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა.
მეორე ადგილზე პრორუსული პარტია Оппозиционная платформа იკავებს - 11,5%.
რადას არჩევნები შერეული სისტემით მიმდინარეობდა. პარლამენტის ნახევარი პარტიული სიით აირჩეოდა, ხოლო ნახევარი მაჟორიტარული წესით, სწორედ ამიტომ, ეკზიტპოლების შედეგები აჩვენებენ მხოლოდ პარლამენტის ნახევრის შესაძლო გადანაწილებას.
რადაში სულ ხუთი პარტია შევა