Marvel-ის წარმომადგენლებმა გუშინ გამოაცხადეს, რომ, 2020-21 წლებში 14 ახალი ფილმი გამოვა სინემატიკური სამყაროდან. მათ შორის არის “Thor: love and thunder”, სადაც ტესა ტომპსონი Marvel-ის პირველ ბისექსუალ სუპერგმირს ითამაშებს.
ტესა ტომპსონის სუპერგმირი 2017 წელს გადაღებულ Thor Ragnarok-ში ბისექსუალი იყო, თუმცა ფილმიდან ის სცენა ამოიჭრა, სადაც ეს ფაქტი დასტურდებოდა. ბისექსუალი სუპერგმირის შესახებ, თავად ტესა ტომპსონი 2017 წელს ტვიტერზე წერდა.
“Avengers: Endgame”-ის მწერალმა სტეფენ მქფლიმ თქვა, რომ მეტი LGBTQ პერსონაჟი დაემატება Marvel-ის ფილმებს.
თორის მეოთხე ფილმი 2021 წლის 5 ნოემბერს გამოვა.