ნატალი პორტმანი მარველის სუპერგმირების სამყაროში ბრუნდება - მსახიობი ფილმ Thor: Love and Thunder-ში თორის როლს შეასრულებს.
ფილმი მარველის სიქველი იქნება და მისი რეჟისორი Thor: Ragnarok-ის რეჟისორი ტაიკა ვაიტიტი იქნება.
გარდა ნატალი პორტმანისა, ფილმში დაბრუნდებიან კრის ჰემსვორტი და ტესა ტომპსონი. მარველის სიქველს კინოთეატრებში 2021 წლის 5 ნოემბერს ვიხილავთ.
ნატალი პორტმანი მარველის სამყაროში დაბრუნებას ინსტაგრამზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის ამაღელვებელია.